ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა


დაჭრილი ჯარისკაცებიდან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დაღესტანის რესპუბლიკაში თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით რუსეთის სამხედრო ბაზაზე მანქანის დეტონაციას ერთ-ერთ ყაზარმასთან აპირებდა, სადაც ჯარისკაცებს ეძინათ. მან დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და ბაზის შესასვლელთან აფეთქდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 30-ზე მეტი ჯარისკაცი. დაღესტანის ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა ხუთს აღმატება.

ორივე წყაროს თანახმად, დაჭრილი ჯარისკაცებიდან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ნაწილი მათგანი სამხედრო ჰოსპიტალში თვითმფრინავით გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG