ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ხანდაზმულთა თავშესაფარი დაიწვა


ცხრა ხანდაზმული ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.

რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, ხანდაზმულთა სახლში დღეს დილად ხანძარი მოხდა. მის შედეგად ცხრა ხანდაზმული ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ხანძარი მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარე ტვერის რაიონში მოხდა.

ხანძრის დროს 480 ადამიანის ევაკუაცია უსაფრთხოდ მოხდა. ხანძირის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

რუსეთის ხანდაზმულთა სახლებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხანძრები დიდი სიხშირით ხდება. 2009 წლის იანვარში მსგავსმა უბედურმა შემთხვევამ კომის ოლქში 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG