ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატარებს ძილი უფროსებზე მეტად სჭირდებათ


პატარებს ძილი უფროსებზე მეტად სჭირდებათ
პატარებს ძილი უფროსებზე მეტად სჭირდებათ

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში გამართულ კონფერენციაზე ძილის პრობლემასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.

ყველა მშობელმა იცის,რომ ბავშვების დროულად დაძინება აუცილებელია მათი ჯანმრთელობისათვის. თუმცა ამ ელემენტარული ჭეშმარიტების დაცვა ხანდახან შეუძლებელი ხდება მცირეწლოვანების თავნებობის გამო.

არადა ამერიკელი მეცნიერების ახალი გამოკვლევის მიხედვით, დასაძინებლად ერთი და იმავე დროს წასვლა სხვა სიკეთესთან ერთად ბავშვების სწრაფ განვითარებასაც უწყობს ხელს.

გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა რომ 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელია 11 საათის ძილი, თანაც სასურველია ყოველ ღამე ერთ და იმავე დროს დაძინება. უფრო ნაკლები ძილი უარყოფითად მოქმედებს ბავშვების მიერ ენების და წერაკითხვის ათვისებაზე, ასევე მათ მათემატიკურ შესაძლებლობებზე.

კალიფორნიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში 8 ათასამდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი და მათი მშობლები იღებდნენ მონაწილეობას.

მეცნიერები 9 თვიდან 4 წლის ასაკამდე ბავშვების განვითარებას აკვირდებოდნენ, მათი მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

როგორც კალიფორნიელი მკვლევარი ერიკა გეილორი აცხადებს, ექიმებისთვის არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს მშობლებისთვის რეგულარული დროის დაწესება. ეს ყოველდღიური რუტინა უნდა გახდეს, ისევე როგორც ბავშვებისათვის წიგნების კითხვა ან ზღაპრების მოყოლა.

აღსანიშნავია,რომ ამ გამოკვლევის შედეგებით,რაც უფრო ადრე წავა ბავშვი დასაძინებლად,მით უფრო უკეთესია მისი განვითარებისთვის.

გასულ წელს, ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული ინფრომაციის მიხედვით, საღამოს 9 საათის შემდეგ პატარებს უფრო მეტი დრო სჭირდებოდათ დასაძინებლად და უფრო ცოტა ხანი ეძინათ.

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში გამართულ კონფერენციაზე ძილის პრობლემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოხსენება განიხილეს, რომელიც ამჯერად სპორტსმენებზე ჯანსაღი ძილის ზეგავლენას ეხებოდა.

ამ გამოკვლევაში სტანფორდის უნივერსიტეტის 7 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც სეზონის განმავლობაში 10 საათიანი ძილი ჰქონდათ გამოწერილი. ექსპერიმენტის დაწყებიდან 7-8 კვირის შემდეგ, ფეხბურთელებმა მკვეთრად გააუმჯობესეს სპრინტერულ დისტანციაზე თავიანთი შედეგები.

როგორც სტანფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ჩერი მაჰი აცხადებს, ჯანსაღი ძილი ათლეტების სპორტული მომზადების შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. მისი რეკომენდაციების მიხედვით, სპორტსმენებმა შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნდა გაზარდონ ძილის საათები. ზრდასრული ადამიანებისთვის სასურველია 7-დან 8 საათამდე ძილი. მოზარდებისა და ახალგარდებისთვის კი 9 საათი ყველაზე ოპტიმალური დროა.

დასაძინებლად ერთი და იმავე დროს წასვლა და დღის განმავლობაში თვალის მოტყუებაც არ ყოფილა ურიგი საქმე. მოკლედ რაც ნაკლებად გადაიტვირთებით და მეტ ყურადღებას დაუთმობთ საკუთარ თავს, ბევრს იძინებთ და ნაკლებს იმუშავებთ, მით უკეთესი თქვენთვის.

XS
SM
MD
LG