ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერი ბირმაში ჩადის


ბრიტანეთის პრემიერი ბირმაში ჩადის

ბირმაში ვიზიტით ბრიტანეთს სურს ბირმის მთავრობა წაახალისოს.

სამხრეთ აზიაში სტუმრობისას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰაგმა განაცხადა, რომ აიძულებს ბირმის მთავრობას პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს.

პრემიერი ბირმის პრეზიდენტს ტეინ სეინს ბირმის დედაქალაქში შეხვდება. ასევე დაგეგმილია ჰაგის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერთან აუნგ სან სუ კიუსთანაც.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ბირმაში ვიზიტით ბრიტანეთს სურს ბირმის მთავრობა წაახალისოს და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერა გამოუცხადოს.

თუმც უილიამ ჰაგი იქვე დასძენს, რომ ბრიტანეთi ასევე დაინტერესებულია პოლიტიკური პატიმრების ბედით და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებით.

XS
SM
MD
LG