ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასი ოცდამეოთხე წლისთავს აღნიშნავს


ჰამასი ოცდამეოთხე წლისთავს აღნიშნავს
ჰამასი ოცდამეოთხე წლისთავს აღნიშნავს

ღაზას ცენტრში ჰამასის ათასობით მწვანე დროშა ფრიალებდა.

პალესტინელ ისლამისტთა მოძრაობა ჰამასმა ოთხშაბათს 24-ე წლისთავი იზეიმა. ეს მოვლენა ღაზას სექტორში მცხოვრებმა ათი ათასობით პალესტინელმა ქუჩაში მშვიდობიანი მსვლელობით აღნიშნა.

ჰამასის პრემიერ მინისტრმა ისმაილ ჰანიემ შეკრებილი პალესტინელები გაამხნევა და ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, პალესტინელი ხალხის შეუპოვრობა გაათავისუფლებს პალესტინას დამპყრობლებისგან.

ორგანიზატორების განცხადებით, მშვიდობიან მსვლელობაში 35,000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ღაზას ცენტრში ჰამასის ათასობით მწვანე დროშა ფრიალებდა.

შეგახსენებთ, რომ ისლამისტთა მოძრაობა-ჰამასი-1987 წელს პირველი ინტიფადას დროს ჩამოყალიბდა, როგორც ეგვიპტის მუსლიმთა საძმოს განშტოება. მისი თავდაპირველი მიზანი იყო პალესტინის მიწა ებრაელი დამპყრობლებისგან გაეთავისუფლებინა და მდინარე იორდანეს მარცხენა ნაპირზე, ღაზას სექტორსა და ახლანდელი ისრაელის ტერიტორიაზე ისლამისტური სახელმწიფო შეექმნა.

XS
SM
MD
LG