ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ახალი მოწოდება


ირანის ახალი მოწოდება

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შანხაის თანამშრომლობის კონფერენციაზე გამოსვლისას შუა აზიის სახელმწიფოებს ახალი მსოფლიო წესრიგის შემნისკენ მოუწოდა, რომელიც დასავლეთის კოლონიზატორების ჰეგემონიას ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს.

კონფერენციაზე მეთვალყურის სტატუსით მყოფი ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ამ რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ და ერთობლივი ძალისხმევით დანარჩენ მსოფლიოსაც მშვიდობას მოუტანენ.

XS
SM
MD
LG