ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვიკილიკსის" ახალი დოკუმენტები


"ვიკილიკსის" ახალი დოკუმენტები
"ვიკილიკსის" ახალი დოკუმენტები

პაკისტანის ინგლისურენოვან გაზეთში გამოქვეყნდა „ვიკილიკსის“ მიერ მიწოდებული ახალი დეპეშები, რომლებიც ადასტურებენ შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების ძალების და პაკისტანელი სამხედროების თანამშრომლობას დაზვერვის სფეროში.

ერთ-ერთ მოხსენებაში ამერიკის ელჩი პაკისტანში ენ პატერსონი, ვაშინგტონს, პაკისტანის ხელისუფლების მიერ ამერიკის დაზვერვის მიერ მიწოდებული მასალების გამოყენების შესახებ ატყობინებს.

ამავე დეპეშებით დასტურდება, რომ ანტიპარტიზანულ ოპერაციებში პაკისტანელი სამხედროები ამერიკელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს იყენებდნენ.

ასევე პაკისტანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ამერიკელებს უპილოტო თვითმფრინავების მიერ ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში ოპერაციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს, თუმცა დეპეშიდან არ ჩანს, პაკისტანელი გენერალი მეამბოხეების დაბომბვას მოითხოვს, თუ სადაზვერვო ინფორმაციის გაგება სურს.

თავის მხრივ პაკისტანელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების მიერ მათ ტერიტორიაზე რაიმე ოპერაციების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG