ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროხოროვი პუტინის კრიტიკას არ აპირებს


პროხოროვი პუტინის კრიტიკას არ აპირებს

რუსი მილიარდერი არჩევნების შემდეგ პარტიას შექმნის

რუსმა მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტობისთვის აპირებს ბრძოლას, გუშინ განაცხადა, რომ არ აპირებს თავისი წინასაარჩევნო რიტორიკა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის კრიტიკაზე დააფუძნოს. ამის შესახებ პროხოროვმა ქალაქ კაზანში ახალგაზრდობასთან შეხვედრისას განაცხადა. სააგენტო "ნიუს.რუს" ცნობით, პროხოროვთან გამართულ შეხვედრას ათასზე მეტი რუსი ახალგაზრდა დაესწრო. გარდა ამისა, სააგენტო "ბიბისისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პროხოროვმა აღნიშნა, რომ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შედეგების მიუხედავად, ის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შექმნის.

XS
SM
MD
LG