ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობაში საკადრო ცვლილებაა


ირანის მთავრობაში საკადრო ცვლილებაა

დიპლომატიურ კორპუსს ალი აქბარ სალეჰი უხელმძღვანელებს.

საკადრო ცვლილება განხორციელდა ირანის ხელისუფლებაში. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მანუჩერ მოთაკი გაათავისუფლა. მის ნაცვლად დიპლომატიურ კორპუსს ალი აქბარ სალეჰი უხელმძღვანელებს. ამ უკანასკნელს მანამდე ატომური სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

ირანის ნახევრად ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, აჰმადინეჟადმა მოთაკის წერილი გაუგზავნა, სადაც პრეზიდენტი მას გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის სალეჰი კი პრეზიდენტთან დაახლოვებულ პირად არის ცნობილი.

XS
SM
MD
LG