ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოზე დაკავებული პირის პირველი სასამართლო დღეს შედგება


გუანტანამოზე დაკავებული პირის პირველი სასამართლო დღეს შედგება
გუანტანამოზე დაკავებული პირის პირველი სასამართლო დღეს შედგება

ხადრის დაკავებამ ამერიკის მიმართ დიდი კრიტიკა გამოიწვია.

გუანტანამოს ბაზაზე დაკავებული კანადელი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ის დაპატიმრების დროს 15 წლის იყო, ახლა კი 24 წლის არის.ომარ ხადრს ბრალი ედება 2002 წელს ხელყუმბარის აფეთქებაში, რის შედეგადაც ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.მისი ადვოკატები ცდილობენ, რომ გარიგებას მიაღწიონ ბრალდების მხარესთან, რათა ომარ ხადრმა სასჯელი კანადაში მოიხადოს.

თავის დროზე ხადრის დაკავებამ ამერიკის მიმართ დიდი კრიტიკა გამოიწვია, ბრალდებულის ასაკის გამო. ეს პროცესი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში გუანტანამოზე დაკავებული პირის პირველი სასამართლო იქნება.

XS
SM
MD
LG