ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს განცხადება


აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს განცხადება
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ვიკილიკსის წყაროებით გამჟღავნებულმა დოკუმენტებმა ნატოსთან კავშირში მყოფი ავღანელების სიცოცხლე დააყენეს საფრთხის ქვეშ.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ემზადება ვებ გვერდ ვიკილიკსზე ერაყის ომის ირგვლივ მგრძნობიარე ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის.

ოთხასი ათასამდე საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება დაჩრდილავს ივლისში, ვიკილიკსის მიერ ავღანეთის ომის ირგვლივ გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტების რაოდენობას, სადაც ამ ინფორმაციის გამავრცელებელი ავღანელი პირების სახელები და სხვა საიდუმლო მასალები შედიოდა.

ივლისში, ამ მასალების გამოქვეყნების პარალელურად, პენტაგონმა განაცხადა, რომ ვიკილიკსს პასუხისმგებლობა ენიჭებოდა ამერიკელი ჯარისკაცებისა და ავღანელი სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გიბსის პირადი წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიკილიკსის წყაროებით გამჟღავნებულმა დოკუმენტებმა ნატოსთან კავშრში მყოფი ავღანელების სიცოცხლე დააყენეს საფრთხის ქვეშ, მაინც ამ დოკუმენტების წყალობით ამერიკის სადაზვერვო საქმიანობა არ ყოფილა კომპრომეტირებული.

XS
SM
MD
LG