ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კონგრესმენებს ადანაშაულებს


კონგრემენები ყველანაირად ხელს უშლიან კონგრესში უმუშევრებისთვის შემწეობის აღმოჩენის გეგმის დამტკიცებას.

პრეზიდენტმა ობამამ რესპუბლიკელი კონგრესმენები შეერთებულ შტატებში ეკონომიკური რეფორმების შეფერხებაში დაადანაშაულა.

ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში ბარაქ ობაბამ მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკელები, რომლებიც მისი თქმით, ყველანაირად ხელს უშლიან კონგრესში უმუშევრებისთვის შემწეობის აღმოჩენის გეგმის დამტკიცებას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უმუშევრებისთვის სადაზღვევო შეღავათების გაზრდა დადებითად იმოქმედებს ეკონომიის გაჯანსაღებაზე, რესპუბლიკელებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუშლის ადამიანებს ახალი სამუშაოს მოძებნაში.

XS
SM
MD
LG