ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეული ტორონტოში შეიკრიბება


26-27 ივნისს, ტორონტოში ერთმანეთს მსოფლიოში 20 ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერები შეხვდებიან.

26-27 ივნისს, ტორონტოში ერთმანეთს მსოფლიოში 20 ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერები შეხვდებიან. შეკრების მიზანია გამოიძებნოს საუკეთესო გზები იმისათვის,რათა გლობალური ეკონომიკა სწრაფად და მიზანმიმართულად გაძლიერდეს. ლიდერები სამიტზე დეფიციტის, ევროპის სესხების კრიზისული მდგომარეობისა და ფინანსური ინსტიტუტების მუშაობის საკითხებზეც იმსჯელებენ.

აღსანიშნავია ,რომ ტორონტოში შეკრებილი ლიდერები იმ ქვეყნებს წარმოადგენენ,რომლებიც მსოფლიოში გლობალური სავაჭრო პროდუქციის 90პროცენტს ,სავაჭრო ბრუნვის 80 პროცენტსა და დედამიწის მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ.

იმ აზრს , რომ აუცილებელია ფინანსურმა ფირმებმა მუშაობის ახალი გზები მოიძიონ- განვითარებული ეკონომიკის ლიდერები ერთხმად ეთანხმებიან. თუმცა, ამ გზების მიმართ დამოკიდებულება მათ მაინც განსხვავებული აქვთ.

ზოგიერთი ქვეყნის ფინანსთა მინისტრის აზრით, ბანკებმა კრიზისის შემთხვევაში გაკოტრებისგან თავის დაზღვევის მიზნით ნაკლები სესხები უნდა გასცენ.ზოგიერთის აზრით კი, ბანკებმა ყველა ძალა უნდა იხმარონ იმისათვის, რათა გაკოტრების პირას მდგარი კომპანიები ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანონ.

ჟოზე ვინალსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომელია და ტორონტოში მსოფლიო ლიდერთა შეკრებისგან ძალზე ბევრ რამეს მოელის .მისი აზრით,მთავარია გადაწყდეს საკითხი, რომლის მიხედვითაც ბანკებს ფინანსური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში ბეგარის გადასახადი გაეზრდებათ.

„ტორონტოს შეხვედრა გამოავლენს, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს დასახული გეგმის განხორციელება და საბოლოო შედეგებზე სეულში ბოლო შეხვედრაზე ვიმსჯელებთ. ასე რომ მომავლისგან ძალზე ბევრს მოველით“

სებასტიან მელები საზღვარგარეთთან ურთიერთობათა საკონსულოს წევრია.მისი აზრით,20 განვითარებული ქვეყნის ლიდერთა შეკრება გადამწყვეტი იქნება იმისათვის,რომ ქვეყნები გაერთიანდნენ და ფინანსური ფირმების მიზანმიმართული მართვა დაიწყონ.

„ფინანსური ინსტიტუტები საზღვრებს გარეშე მოქმედებენ და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვთ.ამიტომაც მათ გლობალური მართვისა და თანამშრომლობის ბერკეტები ესაჭიროებათ. შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპის ამ საკითხთან დამოკიდებულება არასწორ მიდგომად მიმაჩნია“

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი მას მერე წარმოიშვა,რაც მაღალი დონის სესხებმა ბანკების მიერ გაცემული თანხების ამოღება ეჭვქვეშ დააყენეს. სახელმწიფოს მცდელობას - დეფიციტი მთავრობის მიერ გაცემული თანხების შემცირებით შეევსო, მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.გერმანიამ სცადა საბერძნეთისთვის მცირე შანსი მიეცა და საბერძნეთის ფინანსურ სისტემას დახმარების გადანაწილების ზუსტი გეგმა მოსთხოვა.ამიტომაც მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა ოცეულის შეხვედრაზე საბერძნეთში შექმნილი დეფიციტის საკითხზეც იმსჯელებენ.

საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის თამანშრომლის ფრედ ბერგსტენის აზრით,ოცეულის შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ევროპის სესხის კრიზისისთან დაკავშირებული თემა იქნება. არ არის გამორიცხული, ამ საკითხზე გამართული დისკუსიები სხვა ქვეყნებისთვის ერთგვარ გაფრთხილებად გადაიქცეს.

„შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები მსგავსი რისკის წინაშე დგანან.ასე ,რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა,შესაძლოა უფრო დიდი და გლობალური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ“

გასულ კვირას სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე,ჩინეთმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,რომ საკუთარ ვალუტას უფრო მოქნილს და ძლიერს გახდის. იენის გამყარება კი იმას ნიშნავს,რომ ჩინურ პროდუქციაზე ფასები მოიმატებს და სავაჭრო ბაზარზე უსამართლო ფასების დარეგულირებით ბალანსი შენარჩუნდება.

აღსანიშნავია ისიც ,რომ რვა განვითარებული ქვეყანა ანუ დიდი რვიანი, ტორონტოს სამიტის დაწყებამდე ამ თემებთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG