ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ოპოზიციის პოზიცია


მუსავიმ და კიდევ ერთმა ლიდერმა მეჰდი ქარუბიმ საპროტესტო მარში გააუქმეს

ირანის ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, მათი მოძრაობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. ეს განცხადება ბატონმა ჰოსეინ მუსავიმ დღეს, ირანის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე გააკეთა.

ოპოზიცია, რომელიც გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებდა, საპროტესტო დემონსტრაციის გამართვას აპირებდა, თუმცა მუსავიმ და კიდევ ერთმა ლიდერმა მეჰდი ქარუბიმ საპროტესტო მარში გააუქმეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დემონსტრაციის დარბევის მუქარა გაავრცელა. ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილება მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული.

XS
SM
MD
LG