ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მკვეთრ განცხადებას აკეთებს


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ მისი პარტია ყველა ღონეს იხმარს, რათა ჩაშალოს მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე ისრაელის მთავრობის ძალისხმევა ებრაული ახალ დასახლებების მშენებლობაზე ნაწილობრივი აკრძალვის შემოღება. მისივე თქმით მის პარტიას "იზრაელ ბეიტენუს" გააჩნია იმის ბერკეტები, რომ ეს ძალისხმევა ვერ განხორციელდეს აღსანიშნავია, რომ თვით ისრაელის პრემიერ-მინისტრის ლიკუდის პარტიის მრავალი წევრი აგრეთვე ეწინააღმდეგება ამ გეგმას. აკრძალვა 21 სექტემბერს უნდა შევიდეს ძალაში და იგი 10 თვის განამვლობაში იმოქმედებს. პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი იმით იმუქრება, რომ უარს იტყვის ახლოაღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების თაობაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე თუ ეს მშენებლობა კვლავაც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG