ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი რვიანის ლიდერთა შეხვედრა დასრულდა


სამიტის მონაწილეთა განცხადებით, ამ ეტაპზე სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯებია გადაგმული.

პრეზიდენტმა ობამამ კემპ დევიდში დიდი რვიანის სამიტის დასრულების შემდეგ ევროზონის მომავალზე ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, სამიტის მონაწილეები საბერძნეთის ევროზონაში დარჩენასთან დაკავშირებითაც ერთსულოვანი არიან. მათ კარგად ესმით ბერძენი ხალხის ამჟამინდელი ეკონომიკური სიდუხჭირის, მაგრამ ევროპელი კოლეგები ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანონ.

ოფიციალურ განცხადებაში დიდი რვიანის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევის აუცილოებლობას. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯები ხორციელდება.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, სამიტზე ასევე განხილული იქნა კლიმატური ცვლილებების, ენერგეტიკის,სურსათის უსაფრთხოების და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი საკითხები.

XS
SM
MD
LG