ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი სალეჰი საუდის არაბეთს არ ტოვებს

პრეზიდენტი სალეჰი საუდის არაბეთს არ ტოვებს
პრეზიდენტი სალეჰი საუდის არაბეთს არ ტოვებს

ალ-ყაიდას მეომრებმა გააქტიურეს მოქმედება და სამთავრობო ძალების 6 ჯარისკაცი მოკლეს.

იემენის ხელისუფლების განცხადებით, ალ-ყაიდას წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციის დროს, შემთხვევით მთავრობის მომხრე ტომის 8 მებრძოლი დაიღუპა.

ბრძოლა აბიანის პროვინციის დედაქალაქ ზანზიბარში მოხდა, სადაც ალ-ყაიდას მეომრებმა გააქტიურეს მოქმედება და სამთავრობო ძალების 6 ჯარისკაცი მოკლეს.

იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ, ექვსთვიანი სახალხო აჯანყებით ალ-ყაიდას მეომრებმა ისარგებლეს და ქვეყნის სამხრეთში მთელ რიგ რაიონებზე დააწესეს კონტროლი.

პრეზიდენტი სალეჰი ამჟამად საუდის არაბეთში იშუშებს ჭრილობებს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა მისი რეზიდენცია დაბომბეს.

This item is part of
XS
SM
MD
LG