ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი მეამბოხეები მძიმე ტექნიკას იყენებენ


ლიბიელი მეამბოხეები მძიმე ტექნიკას იყენებენ
ლიბიელი მეამბოხეები მძიმე ტექნიკას იყენებენ

კადაფის არტილერიამ აქ გამაგრებული მეამბოხეების პოზიციები დაბომბა.

ლიბიაში აჯანყებულებმა ტრიპოლის სამხრეთ-დასავლეთის მთაგორიან რაიონში შეტევა წამოიწყეს მუამარ კადაფის ერთგული ძალების წინააღმდეგ.

მეამბოხეები მძიმე ტექნიკას იყენებენ ალ-ქავალიშის რაიონში, სადაც სამთავრობო ძალების პოზიციებია. ჰაერიდან მეამბოხეებს ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები აღმოუჩენენ მხარდაჭერას.

ოპოზიციის ხელში მყოფი ქალაქ მისრატას მახლობლად მომხდარი შეტაკების შედეგად, 11 აჯანყებული დაიღუპა.

მისრატა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან დაახლოებით 200 კილომეტრით არის დაშორებული. კადაფის არტილერიამ აქ გამაგრებული მეამბოხეების პოზიციები დაბომბა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა და 40-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG