ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრემიერ მინისტრი ევროპაში ჩადის


ჩინეთის პრემიერ მინისტრი ევროპაში ჩადის

ჩინეთის პრემიერ მინისტრმა, ვენ ჟიაბაომ, ევროპაში 5-დღიანი ვიზიტი უნგრეთით დაიწყო. ბუდაპეშტში ორი ქვეყნის ლიდერმა ოცამდე საქმიან და კულტურულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა ჟიაბაომ ევროს გამყარების საქმეში ევროკავშირის ლიდერებს შემდგომი დახმარება შესთავაზა. ოფიციალური პეკინი ევროს დიდი რაოდენობის ობლიგაციას ფლობს, თუმცა ზუსტ რაოდენობას ის არ ასახელებს.

ჩინეთის პრემიერის ვიზიტი საბერძნეთში ეკონომიკური სიტუაციის გამწვავების ახალ ტალღას დაემთხვა, რომელიც ევრო-ზონას ხელახალი დესტაბილიზაციით ემუქრება. ამ დღეებში ბატონი ჟიაბაო დიდ ბრიტანეთს და გერმანიასაც ეწვევა.

XS
SM
MD
LG