აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებას გლოვობენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, 62 წლის ბაღაფში მოსკოვის საავადმყოფოში ოპერაციის შემდგომი გართულების შედეგად გარდაიცვალა. მისი 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადის მხოლოდ ნახევარი იყო გასული. აფხაზეთმა საქართველოსგან გამოყოფა 1992 წელს გამოაცხადა, თუმცა დღემდე მხოლოდ რუსეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ არის აღიარებული.
ახალი ლიდერის არჩევამდე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი შეასრულებს. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები სამ თვეში გაიმართება.