ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალ მლადიჩის ჯანმრთელობა გაუარესდა


გენერალ მლადიჩის ჯანმრთელობა გაუარესდა

ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი გენერლის რადკო მლადიჩის ადვოკატი აცხადებს, რომ ის ბოსნიელ სერბთა სამხედრო მეთაურის ჰააგაში ექსტრადაციის საკითხს ორშაბათს გაასაჩივრებს.

მლადიჩის ვაჟიშვილის თქმით, 68 წლის ომგადახდილი გენერლის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის შერყეული და ის მგზავრობას ვეღარ გადაიტანს. მლადიჩი ხუთშაბათს ჩრდილოეთ სერბეთში 16 წლის მალვის შემდეგ დააპატიმრეს. გაეროს 1995 წლის ტრიბუნალის მიერ წაყენებული ბრალეულობის მიხედვით გენერალმა მლადიჩმა ყოფილი იუგოსლავიის ქალაქ სრებრენიცაში 8 ათასი მუსლიმი მამაკაცის და პატარა ბიჭის ამოხოცვას უხელმძღვანელა.

XS
SM
MD
LG