<--!IMAGE-->
როგორც ისრაელის პერმიერ მინისტრი აცხადებს, ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი ისრაელის ჯარისკაცის გათავისუფლების ირგვლივ მოლაპარაკება განახლდა.
ამავე განცხადების თანახმად, ჯარისკაცის გილად შალიტის გათავისუფლების ირგვლივ მოლაპარაკებას გერმანელი მედიატორი ორივე მხარესთან აწარმოებს.
2006 წელს ღაზას სექტორის საზღვართან ჰამასმა ისრაელის ჯარისკაცი აიყვანა მძევლად. მეამბოხეები ჯარისკაცის სანაცვლოდ 1000 პალესტინელი ტუსაღის გათავისუფლებას ითხოვენ.
ამის ფონზე ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა ორი პალესტინელი.
ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ჰამასი ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშის დროს მესამე ადამიანი მძიმედ დაშავდა.