ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას


ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას
ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას

ჯაბა ჯიშკარიანი 2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.

ამ სახელწოდებით იწყებს კამპანიას მოძრაობა 7 ნოემბერი, რომელის შემდეგ განცხადებას ავრცელებს : ”ახლოვდება 7 ნოემბერი, სამი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როდესაც საპროტესტოდ გამოსული ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე სასტიკად დაარბია. ხელისუფლებამ მხუთავი გაზი, რეზინის ტყვიები და სხვა კანონით აკრძალული საშუალებები გამოიყენა - აცხადებს მოძრაობა ”7 ნოემბერის” ერთ-ერთი ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი. მისივე თქმით მოძრაობა იწყებს 3 წლის შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას , რომელსაც შემდეგ სარჩელის სახით სახალხო სასამართლოს გადასცემს.

2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებულთა განცხადებების მიღება 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება, შემდეგ ეს განცხადებები სახალხო სასამართლოს გადაეცემა. 7 ნოემბერის აქციაზე სახალხო მოსამართლე - საქართველოს ყოფილი ელჩი სტრასბურგში მინდია უგრეხელიძე შემოსულ სარჩელებს საჯაროდ წაიკითხავს და გამოიტანს განაჩენს. იმავე დღეს, 7 ნოემბერს სახალხო სასამართლოს განაჩენთან ერთად დაზარალებულთა ერთობლივი სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში გაიგზავნება.

სახალხო სასამართლო თბილისში ერთი წლის წინ საზოგადოების წარმომადგენლების მიერ დაარსდა. სახალხო სასამართლოს წევრის, ადამიანის უფლებების დამცველის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, სახალხო სასამართლო სტრასბურგის სასამართლოს პრინციპების მიხედვით მოღვაწეობს.

ერთი წლის განმავლობაში სახალხო სასამართლომ უკვე რამდენიმე საქმე განიხილა, მათ შორის ვაზაგაშვილის, აფრასიძეების. უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო სასამართლოს განაჩენს იურიდიული ძალა არ აქვს.

XS
SM
MD
LG