ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განგაში სტოკჰოლმის აეროპორტში


განგაში სტოკჰოლმის აეროპორტში

ერთი მგზავრი, პაკისტანური წარმოშობის კანადის მოქალაქე პოლიციამ დააკავა.

შვედეთის პოლიციამ, კანადიდან პაკისტანში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრების ევაკუაცია მოახდინა, სტოკჰოლმის აეროპორტში ავიალანერში ბომბის არსებობის საფრთხის გამო.

ამის შემდეგ პოლიციამ ბოინგ 777-ის ერთ-ერთი მგზავრი, პაკისტანური წარმოშობის კანადის მოქალაქე დააკავა. თვითმფრინავის ჩხრეკისას პოლიციამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრებს ავიალაინერის საგულდაგულოდ დათვალიერების შემდეგ მოგზაურობის გაგრძელების საშუალებას მისცემენ.

შვედეთის პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავზე ბომბის არსებობის შესახებ გაფრთხილება კანადის პოლიციამ უცნობი ქალბატონისგან მიიღო.

XS
SM
MD
LG