ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის სამეფო კარზე ზეიმია


ბრიტანეთის სამეფო კარზე ზეიმია
ბრიტანეთის სამეფო კარზე ზეიმია

მთელი წლის განმავლობაში ბრიტანალებს ამ დღესთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიების ნახვა მოელით.

ორშაბათს ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი სამეფო ტახტზე ასვლიდან 60 წელს აღნიშნავს.

ახალგაზრდა დედოფალს სამეფო გვირგვინი 1952 წლის 6 თებერვალს - მამის, მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ გადასცეს.

60 წლის წინ ელისაბედის დედოფლად კურთხევას მსოფლიოში მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში ტელევიზიით ადევნებდა თვალყურს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მონარქი ამ დღეს ყოველწლიურად უხმაუროდ აღნიშნავდა, წლევანდელი წელი გამორჩეულია. მთელი წლის განმავლობაში ბრიტანალებს ამ დღესთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიების ნახვა მოელით.

ბრიტანეთის მონარქი, მეუღლე პრინცი ფილიპი და სამეფო ოჯახის წევრები ასევე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურებენ. ამ ქვეყნების სიაში არის: კანადა, მალაიზია, სინგაპური და ბელიზი.

XS
SM
MD
LG