ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა


ნატოს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
ნატოს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

ჯარისკაცები ავღანელ პარტიზანებთან აწარმოებდნენ ბრძოლას, როდესაც საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვეს.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ნატოს საჰაერო დაბომბვის შედეგად ხოსტის პროვინციაში 13 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა აღიარა, რომ ჰაკანის სამხედრო დაჯგუფების 4 წევრთან ერთად, საჰაერო დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობაც შეეწირა. ამ დაბომბვას ქალების და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

დასავლეთის კოალიციური ძალების სარდლობა ამტკიცებს, რომ ჯარისკაცები ავღანელ პარტიზანებთან აწარმოებდნენ ბრძოლას, როდესაც საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვეს.

ნატოს დაბომბვების შედეგად, ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა ამ ქვეყნის მთავრობასა და დასავლეთის კოალიციას შორის დიდ დაძაბულობას იწვევს.

ამასობაში ფაიზ აბადის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად, 8 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG