ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ახალი რეზოლუცია მიიღო


გაერომ ახალი რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ ისტორიული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანების თანასწორუფლებიანობას აღიარებს.

სამხრეთ აფრიკის მიერ შემოტანილ რეზოლუციას 23-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 19 წინააღმდეგი წავიდა, სამმა ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა. წინააღმდეგი კი აფრიკული და არაბული სახელმწიფოები იყვნენ.

XS
SM
MD
LG