ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში შეტაკებები გრძელდება


პაკისტანში შეტაკებები გრძელდება

ავღანეთის ქაფისას პროვინციაში ქაბულის მახლობლად კამიკაძემ ავტომობილი სამთავრობო შენობის წინ ააფეთქა.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ამერიკელების სარაკეტო დარტყმის შედეგად სამხრეთ ვაზირისტანში 10 მეამბოხე გაანადგურეს.

ისინი პაკისტანელი თალიბების ერთ-ერთი მეთაურის მაულვი ნაზირის მეომრები იყვნენ, რომლებიც ხშირად ატარებდნენ დივერსიულ ოპოერაციებს მეზობელ ავღანეთში ამერიკის და ნატოს ჯარების წინააღმდეგ.

ავღანეთის ქაფისას პროვინციაში ქაბულის მახლობლად, კამიკაძემ ავტომობილი სამთავრობო შენობის წინ ააფეთქა. ამ ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის ოფიცერი დაიღუპა.

მანამდე ვარდაკის პროვინციაში პოლიციის საწვრთნელ ბაზაზე მყოფი ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი ძლივს გადაურჩნენ თალიბთა სარაკეტო თავდასხმას.

ამასობაში დასავლეთის სამხედრო ალიანსის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG