ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს


იემენში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

იემენის უშიშროების სამსახურებმა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის წინააღმდეგ სნაიპერები გამოიყენეს. თვითმხილველების თქმით, ყველაზე ცოტა 7 ადამიანია დაჭრილი.

ინციდენტი დღეს იემენის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტაიზში მოხდა. გუშინ პრეზიდენტმა ალი აბდულა სალემ ოპოზიციას დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნაზე კატეგორიული უარი განუცხადა. ქვეყნის ლიდერი მათ სამხედრო ქვედანაყოფების გამოყენებით დაემუქრა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს, ათასობით დემონსტრანტი შეუერთდა მომიტინგეებს მთელ იემენში. სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა მას შემდეგ, რაც უშიშროებამ ოპოზიციას ცეცხლი გაუხსნა.

XS
SM
MD
LG