როგორც თალიბთა ლიდერებმა განაცხადეს, კვირას აშშ-ისა და კოალიციურ სამხედრო ძალებზე თავდასხმას განაახლებენ. ამავე განცხადების თანახმად, მეამბოხეთა თავდასხმის სამიზნე სამხედრო ბაზები, ბადრაგი და ავღანეთის ოფიციალური პირები იქნებიან.
მეამბოხეები ავღანელ მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ კოალიციის ჯარისკაცების სამხედრო ბაზებს.
თალიბები აცხადებენ, რომ ეს შეტევა ისლამისა და რელიგიური ფასეულობების დაცვას ისახავს მიზნად.