ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა


მედვედევი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
მედვედევი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გაეროს გენერალურ მდივანს დღეს მოსკოვთან ახლოს შეხვდა. მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

ბატონმა მედვედევმა შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა გაეროს რეზოლუციით მინიჭებულ მანდატს გადააჭარბეს მხარი დაუჭრეს რა არა-საფრენი ზონის დაწესებას ლიბიის ტერიტორიის თავზე. ამასთან, რუსი ლიდერი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებით გამოვიდა.

XS
SM
MD
LG