ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა გადაწყვეტილების წინაშე დადგა


ჩრდილოეთ კორეა გადაწყვეტილების წინაშე დადგა
ჩრდილოეთ კორეა გადაწყვეტილების წინაშე დადგა

ოფიციალურმა ფხენიანმა უნდა შეწყვიტოს მუქარა სამხრეთ კორეის მიმართულებით.

დღეს იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სანამ ექვსმხრივი მოლაპარაკება შედგება, ჩრდილოეთ კორეამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის ბირთვული ამბიციების შეჩერების შესახებ.

სეულში იაპონიის საგარეო მინისტრთან შეხვედრისას, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიმ სანგ ჰვანმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა უნდა შეწყვიტოს მუქარა სამხრეთ კორეის მიმართულებით. თუმცა ჩრდილოეთ კორეა უკან დახევს არ აპირებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ოფიციალურმა ფხენიანმა პირობა დასდოს, რომ სამხრეთ კორეაზე თავდასხმას არ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ექვსმხირვი მოლაპარაკება 2009 წლის აპრილში შეწყდა.

XS
SM
MD
LG