ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაცემი რუსი ჟურნალისტი კომაშია


ნაცემი რუსი ჟურნალისტი კომაშია
ნაცემი რუსი ჟურნალისტი კომაშია

თავდასხმის შემდეგ კაშინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ოლეგ კაშინი კომაშია, მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმა განახორციელდა. ჟურნალისტს აღენიშნება ყბის, ფეხებისა და ხელის თითების მოტეხილობა.

გაზეთ „კომერსანტ დეილიში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კაშინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და იგი ამ დრომდე კომაშია.

გაზეთის რედაქტორი მიხეილ მიხაილინი ვარაუდობს, რომ ინციდენტი კაშინის საქმიანობას უკავშირდება, ვინაიდან მას ხელის თითები აქვს მოტეხილი.

ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთის გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს საქმის სწრაფი და ობიექტური გამოძიება დაავალა.

რუსეთი დღესდღეობით, ჯურნალისტური საქმიანობისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყანად ითვლება.

XS
SM
MD
LG