ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კონგრესს მიმართავს


პრეზიდენტი ობამა კონგრესს მიმართავს

ობამას განცხადებით, რესპუბლიკელები იბრძოდნენ, რომ სარფიანი საგადასახადო სისტემა შეენარჩუნებინათ.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს ხელმეორედ მიმართავს, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან ან არსებულებს ინარჩუნებენ, გადასახადები მოეხსნას.

კვირის ტრადიციულ მიმართვაში, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ასეთი კომპანიებისთვის შეღავათები აუცილებელია.

ობამას განცხადებით, რესპუბლიკელები იბრძოდნენ, რომ სარფიანი საგადასახადო სისტემა შეენარჩუნებინათ, რაც გადამხდელებს მილიარდობით დოლარი უჯდებოდათ.

რესპუბლიკელების ტრადიციულ მიმართვაში, წარმომადგენელთა პალატის წევრი მაიკ პენსი ინდიანას შტატიდან პრეზიდენტ ბუშის დროს დაწესებული საგადასახადო სისტემის შენარჩუნების ინიციატივით გამოვიდა.

XS
SM
MD
LG