თალიბანი 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავზე შეერთებული შტატების ხელისუფლებას ავღანეთიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
თალიბები აღნიშნავენ რომ ამერიკელებმა ავღანეთში მშვიდობის დამყარების ყოველგვარი შანსი დაკარგეს. თალიბებმა ვაშინგტონის მცდარ პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება და გააფრთხილეს შეერთებული შტატები რომ ავღანეთის ომი საფრთხეს უქმნის ამერიკელთა სიცოცხლეს მთელს მსოფლიოში.
ავღანეთის ისლამური ემირატის სახელით გამოქვეყნებულ წერილში თალიბები ამტკიცებენ, რომ ამერიკელთა მიერ ავღანეთის ოკუპაცია ფაქტიურად კრახით დამთავრდა და ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან ავღანეთიდან ჯარების გაყვანაა.