ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ედვარდსის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს


ედვარდსმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.

შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ უსაფუძვლოდ ცნო ბრალდება ყოფილი სენატორის და პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ ედვარდის წინააღმდეგ. ედვარდს ბრალად ედებოდა საარჩევნო კამპანიიდან მილიონი დოლარის არამიზნობრივი ათვისება იმ მიზნით, რომ მოსამსახურესთან სასიყვარულო ურთერთობა მიეჩქმალა.

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც მსაჯულებმა ედვარდსი მხოლოდ ერთ პუნქტში აღიარეს უდანაშაულოდ. დანარჩენ ხუთ პუნქტთან დაკავშირებით, მსაჯულები ვერ შეთანხმდნენ.

ჯონ ედვარდსი სასამართლო დარბაზიდან ოჯახთან და მშობლებთან ერთად გამოვიდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი უდანაშაულობა და მსაჯულებს განხილვის და გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.

XS
SM
MD
LG