ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უპილოტო კაფსულამ მანევრირება დაასრულა


მომავალ კვირას ასტრონავტები კაფსულიდან 500 კილოგრამ ტვირთს გადმოზიდავენ.

კოსმოსურმა კაფსულამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ირგვლივ ორდღიანი საცდელი ფრენა დაასრულა. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, უპილოტო კაფსულამ მანევრირება წარმატებით შეასრულა.

პარასკევს კაფსულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუახლოვდება, საიდანაც მას სადგურზე მყოფი ასტრონავტები რობოტის ხელის მეშვეობით სადგურის ბორტზე აიყვანენ.

მომავალ კვირას ასტრონავტები კაფსულიდან 500 კილოგრამ ტვირთს გადმოზიდავენ. ამის შემდეგ კოსმოსური საფრენი აპარატი დედამიწაზე დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG