ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუტ გინგრიჩს დებატებზე წარსული გაახსენეს


ნიუტ გინგრიჩს დებატებზე წარსული გაახსენეს

რონ პოლმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბედნიერია, რადგან მთელი ცხოვრება საკუთარი მეუღლის ერთგულია.

ხუთშაბათს, სამხრეთ კაროლინაში გამართულ საპრეზიდენტო დებატებში რესპუბლიკელი კანდიდატი ნიუტ გინგრიჩი ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ გაანერვიულა. გინგრიჩმა უარით უპასუხა დებატების წამყვანის შეკითხვას, რომელიც 1999 წელს თანამშრომელ ქალთან სასიყვარულო ისტორიას ეხებოდა.

ნიუტ გინგრიჩმა ასევე განაცხადა, რომ თავს მეორე ქორწინებაში ბედნიერად გრძნობს და მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებაში მედია დაადანაშაულა.

საპრეზიდენტო კანდიდატმა რიკ სანტორუმმა ამომრჩევლებს მსგავს დეტალებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა. რონ პოლმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბედნიერია, რადგან მთელი ცხოვრება - 54 წელი საკუთარი მეუღლის ერთგულია.

XS
SM
MD
LG