ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ინციდენტი მოხდა


ლიბიაში ინციდენტი მოხდა
ლიბიაში ინციდენტი მოხდა

ლიბიის ოფიციალური პირების ცნობით, ნატოს საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა საცხოვრებელი უბანი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. განცხადების თანახმად, ინციდენტი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მოხდა.

ნატოს მეთაურობა აცხადებს, რომ ლიბიის მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალედ კაიმის თქმით, ინციდენტი ნატოს მიერ სამოქალაქო მოსახლეობის სამიზნედ განზრახ ამოღების ცხადი მაგალითია, რაც დასავლეთის დაუნდობლობაზე მეტყველებს.

ლიბიის მთავრობის წარმომადგენლები რამდენიმე ჟურნალისტი საავადმყოფოშიც წაიყვანეს, სადაც მათ დაღუპული ბავშვების გვამები აჩვენეს.

კაიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„ეს არის ნატოს მიერ გამოწვეული უბედურება, ტერორი და ნგრევა. ეს ტრიპოლიში ყოველ დღე ხდება და თქვენ ამისი მომსწრეები გახდით.“

ინციდენტი ჯერ არც ერთ დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია.

XS
SM
MD
LG