ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში მომიტინგეები დაიღუპნენ


სირიაში მომიტინგეები დაიღუპნენ
სირიაში მომიტინგეები დაიღუპნენ

დამასკოში მომხდარი ინციდენტისას სულ ცოტა სამი ადამიანი დაშავდა.

სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გახსნეს და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის წინააღმდეგ.

თვითმხილველების განცხადებით, დაიღუპა 25 ადამიანი.

მომიტინგეები სირიის ქალაქების ქუჩებში დღევანდელი დილის ლოცვების შემდეგ გავიდნენ.

თვითმხილველთა განცხადებით, დამასკოში მომხდარი ინციდენტისას სულ ცოტა სამი ადამიანი დაშავდა.

სააგენტო "ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, შეტაკებები ასევე ქალაქ ჰომსში მოხდა. არსებული ინფორმაციით დაშავდა 7 ადამიანი.

XS
SM
MD
LG