ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მსოფლიო მუსულმანთა მრევლი“ რეგლიგიურ ფესტივალს მართავს


„მსოფლიო მუსულმანთა მრევლი“ რეგლიგიურ ფესტივალს მართავს

სამდღიან ფესტივალში ოთხ მილიონზე მეტი მუსულმანი მიიღებს მონაწილეობას.

ბანგლადეშში გამართულ მუსულმანურ ფესტივალზე უამრავი ხალხი შეიკრიბა.

ათობით ათასმა მუსულმანმა დღეს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან ისლამურ რელიგიურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

ორგანიზატორების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბანგლადეშის დედაქალაქის დაკას მახლობლად. მდინარე ტურაგის ნაპირზე ორგანიზებულ სამდღიან ფესტივალში ოთხ მილიონზე მეტი მუსულმანი მიიღებს მონაწილეობას.

მასობრივ ღონისძიებას არაპოლიტიკური ორგანიზაცია „მსოფლიო მუსულმანთა მრევლი“ მართავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფესტივალები ყოველწლიურად უკვე 1966 წლიდან იმართება.

ბანგლადეშის პრემიერ მინისტრი შეიხ ჰასინა და სხვა ლიდერები მასობრივ ლოცვას სამთავრობო შენობიდან შეუერთდნენ.

XS
SM
MD
LG