ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატის წევრზე თავდასხმის დეტალები


წარმომადგენელთა პალატის წევრზე თავდასხმის დეტალები

შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ამერიკელი კანონმდებლის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, რომელიც იმ დილით ქალაქში ტარდებოდა.

ამერიკელი კონგრესმენი ქალი, გაბრიელ გიფორდსი, რომელსაც შეიარაღებული თავდამსხმელი სასტიკად გაუსწორდა და თავის არეში ესროლა შაბათს, ამ წუთებშიც კრიტიკულ მდომარეობაშია.

შემთხვევას, რომელსაც არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში ჰქონდა ადგილი 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ამერიკელი კანონმდებლის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, რომელიც იმ დილით ქალაქში ტარდებოდა. გარდაცვლილთა შორის არის ფედერალური მოსამართლე და მცირეწლოვანი გოგონა.

ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის გიფორდსი. "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი მაიკლ ბომანი მოგვითხრობს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ქვეყნის მაშტაბით კი არ ცხრება აღშფთოთება და წუხილი:

: „მე გამიმართლა რომ ტყვია ავიცილე თავიდან. ამ წუთებამდე მაჟრიალებს.“-აცხადებს ერთერთი თვითმხილველი.

„თავდამსხმელი ძალიან მიზანმიმართული ჩანდა და ტყვიების ჯერი მიუშვა ხალხზე.“-აღნიშნავს მეორე.

თავდამსხმელი, 22 წლის ახალგაზრდა კაცი, ახლა პოლიციას ჰყავს დაკავებული. ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჯარედ ლი ლაფნერმა ინტერნეტში ამერიკის მთავრობის შეურაცხმყოფელი ვიდეო მასალები გამოაქვეყნა. კანონდამცავი სტურქტურები აცხადებენ, რომ რომ ჯერ ნაადრევია ინციდენტის მოტივი დაასახელდეს.

ტუსონის შერიფი კლარენს დუპნიკი "ამერკის ხმას" უცხადებს, რომ პოლიციის რწმენით,თავდამსხმელი სულიერად ავადმყოფი ადამიანი იყო.

დღემდე მთელი ამერიკის მაშტაბით არ წყდება რეაქცა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები და მთავრობის წევრები გამოხატავენ. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი ჯონ ბეინერი ამბობს:

„მომხდარი ყველას ტრაგედიაა. ეს არის საშინელი ფაქტი მთელი არიზონისა და ყველა ამერიკელისთვის, ისევე როგორც ტრაგედია მთელი ამერიკისთვის.

თავდასხმა ადამიანზე, რომელიც თავის საქმეს ასრულებს, თავდასხმაა ყველაზე ვინც თავის ვალს სამსახურით იხდის. ამგვარ თავდასხმებს ადგილი არ უნდა ჰქონდეთ ჩვენს საზოგადოებაში.“

პრეზიდენტი ობამა მომხდარს ასე გამოეხმაურა:

„მომხდარი ყველას ტრაგედიაა. ეს არის საშინელი ფაქტი მთელი არიზონისა და ყველა ამერიკელისთვის, ისევე როგორც ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის.“

არიზონას გუბერნატორი ჯენ ბრიუერი შეშფოთებულია მომხდარით და აცხადებს, რომ გაბრიელ გიფორდსი არამარტო მისი მეგობარი და გამორჩეული პიროვნება, არამედ განსაკუთრებული სახელმწიფო მოხელე იყო.

მომხდართან დაკავშირებით, ახლა დიდი დებატებია გაჩაღებული. საუბრობენ მიზეზებზე, რომელმაც ძალადობისკენ უბიძგა თავდამსხმელს და მედიის გადაჭარბებულ როლზე-პოლიტიკურ მხარეებს დასდოს ბრალი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში.

გაბრიელ გიფორდსი ზომიერი გეზის პოლიტიკოსია, რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში. გასულ წელს ნოემბრის არჩევნებამდე ადრე, მის ოფისს თავს დაესხნენ. არჩევნებამდე ადრე, მისმა რესპუბლიკელმა მეტოქემ კი პოლიტიკური რეკლამისას იარაღის სცენები გამოიყენა.

ამავე დროს დაემთხვა კონსერვატიული მოძრაობის ლიდერის სარა პალინის პოლიტიკური მესიჯები ინტერტეტში, სადაც გრაფიკულად იყო წარმოდგენილი გაბრიელ გიფორდსის საარჩევნო უბანში არსებული მდგომარეობა. პალინმა, გამოქვეყნებულ მესიჯებში, არაერთხელ მოუწოდა თავის მომხრეებს უკან არ დაეხიათ არამედ გადაეტენათ იარაღი და მზად ყოფილიყვნენ. ეს იყო მოწოდება დემოკრატიული პარტიის წევრების ჩამოსაშორებლად შტატის ოფიციალური უწყებებიდან.

ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი სამხილი, რომ თავდამსხმელი რესპუბლიკურ პარტიასთან ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ გუნდთან იყო დაკავშირებული. თუმცა მომხდარმა აიძულა ამერიკის კონგრესის რამდენიმე წევრი მოეწოდებინათ, საზოგადოებისთვის შეარჩიონ მეტყველების ტონი და უფრო ცივილური ენით მიმართონ საზოგადოებას საჯარო გამოსვლებისას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალბატონ გიფორდსს ესროლეს მაშინ, როცა იგი თავის ამომრჩევლებს ხვდებოდა. ამ ეტაპზე წარმომადგენელთა პალატამ გააუქმა სხდომები ერთი კვირის ვადით. ამერიკის კონგრესის წევრებს ხელისუფლება დამატებითი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს, პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

XS
SM
MD
LG