ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კვლავ მსხვერპლია


აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში მოხდა.

ტერორისტული აქტის შედეგად ავღანეთში 4 პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირია მოკლული.

აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად ბევრი ადამიანი დაიჭრა. ასევე ცნობილი ხდება, რომ გუშინ ნატოს სამხედროებმა თალიბების ერთ-ერთი მეთაური შეიპყრეს.

ამ ფონზე, ქვეყნის მასშტაბით ავღანელები ქაბულის ბანკიდან ფულის გატანას ჩქარობენ.ეს მას შემდეგ, რაც ავღანეთის უდიდესი ბანკი კორუფციის სკანდალში გაეხვია.

მთელს ავღანეთში ბანკის მეანაბრეები რიგებში დგანან საკუთარი დანაზოგის გადასარჩენად. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც კორუფციის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა.

ავღანეთის ცენტრალური ბანკის დირექტორმა აბდულ ქადირ ფითრათმა დაუყოვნებლივ უარყო ეს ინფორმაცია. მთავრობა კი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქაბულის ბანკს საკმარისი თანხები გააჩნია, რათა თავი გაართვას შექმნილ სიტუაციას.

XS
SM
MD
LG