ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში კვლავ ინციდენტი მოხდა


ნიგერიაში კვლავ ინციდენტი მოხდა
ნიგერიაში კვლავ ინციდენტი მოხდა

სამგზავრო ავტობუსი სადგურის შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ნიგერიაში, ქალაქ კანოში შეიარაღებულმა მამაკაცმა გერმანელი ინჟინერი გაიტაცა. ამ ქალაქაში ერთი კვირის წინ ტერორისტული აქტი მოხდა, რომელსაც 185 ადამიანი ემსხვერპლა.

კანოს პოლიციის უფროსის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეს გამტაცებელმა ბორკილები დაადო და სატვირთო მანქანაში ჩასვა. ინჟინერი სამუშაო ადგილიდან გაიყვანეს, სადაც იგი ნიგერიის ერთერთ მშენებელ კომპანიაში მუშაობდა.

ნიგერიის პოლიციის განცხადებით, გამტაცებლის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. პოლიცია სავარაუდო მოტივზე მუშაობს.

ხუთშაბათს ნიგერიაში ქრისტიანებით დასახლებულ უბანში ინციდენტი მოხდა, სამგზავრო ავტობუსი სადგურის შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG