ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა


სენატმა ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა
სენატმა ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა

პასუხისმგებლობა დაეკისრება ბიზნესისა და ფინანსური სფეროების ყველა იმ წარმომადგენელს,ვინც ირანის ცენტალურ ბანკთან ითანამშრომლებს.

ამერიკის სენატმა ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ირანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო, ახალი სანქციები დაუწესდება.

ამერიკელი კანონმდებლების გადაწყვეტილებით, ირანის ცენტრალურ ბანკს ამერიკის ტერიტორიაზე ფუნქციონირება აეკრძალება. პასუხისმგებლობა დაეკისრება ბიზნესისა და ფინანსური სფეროების ყველა იმ წარმომადგენლებს, ვინც ირანის ცენტალურ ბანკთან ითანამშრომლებს.

ამ ფონზე, თეთრმა სახლმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ პასუხი მოეთხოვება აშშ-ს ყველა პარტნიორ ქვეყანას, ვინც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს მხარს არ დაუჭერს.

XS
SM
MD
LG