ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქიური უბედურების ახალი ზონები


სტიქიური უბედურების ახალი ზონები
სტიქიური უბედურების ახალი ზონები

შეერთებული შტატების მიერ სომალისადმი გაცემული ჰუმანიტარული დახმარება 431 მილიონს აღემატება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სომალის რამდენიმე რეგიონი შიმშილის გამო სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მიმდინარე გვალვებმა წელს ყველა რეკორდს გადააჭარბა.

ნაირობიში გაკეთებულ მოხსენებაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ბოდვენმა, აღნიშნა, რომ თუკი მსოფლიო საზოგადოებრიობა საგანგებო ზომებს არ მიიღებს, შიმშილი ბაკულის და შანბელის რეგიონებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

დღეისათვის ათობით ათას სომალელს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.

ბატონი ბოდვენის ანგარიშით, ქვეყანას სასწრაფოდ 300 მილიონამდე ამერიკული დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამერიკა სომალისთვის დამატებით 28 მილიონ დოლარს გაიღებს. შეერთებული შტატების მიერ სომალისადმი გაცემული ჰუმანიტარული დახმარება 431 მილიონს აღემატება.

XS
SM
MD
LG