ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რებეკა ბრუკსი დააპატიმრეს


რებეკა ბრუკსი დააპატიმრეს

რებეკა ბრუკსი გამოცემის ყოფილი რედაქტორია და იგი თანამდებობიდან გუშინწინ გადადგა.

ბრიტანეთის პოლიციამ მედია მაგნატის რუპერტ მერდოკის მედია იმპერიის ერთერთი მთავარი ფიგურა რებეკა ბრუკსი დააპატიმრა. ეს ინფორმაცია თავად ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა. მათი თქმით, დაკავებულია 43 წლის ქალბატონი, რომელიც სატელეფონო მოსმენის სკანდლთან არის დაკავშირებული.

ეს სკანდალი თავის მხრივ გამოცემა „News of the World“ არის დაკავშირებული. რებეკა ბრუკსი ამ გამოცემის ყოფილი რედაქტორია. ის თანამდებობიდან გუშინწინ გადადგა.

რუპერტ მერდოკმა გამოცემა „News of the World“ ერთი კვირის წინ დახურა. ამის მიზეზი გახდა ინფორმაციის გავრცელება, რომ გამოცემის ჟურნალისტები ასობით ცნობილ ადამიანს სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ. ამ სკანდალთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პოლიციამ უკვე 9 ადამიანი დააპატიმრა.

XS
SM
MD
LG