ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საყოველთაო ტრაგედია პირადულსაც ნიშნავს“


„საყოველთაო ტრაგედია პირადულსაც ნიშნავს“
„საყოველთაო ტრაგედია პირადულსაც ნიშნავს“

ფაშიზმზე გამარჯვების დღე გორში დღეს ტრადიციულად არ აღნიშნულა. წლევანდელი 9 მაისი აქ განსხვავებული იყო. პირველ რიგში უძეგლობის გამო. თავშეყრის ძირითადი ადგილი, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას აღნიშნავდნენ გორში ვეტერანები სწორედ სტალინის ძეგლი და მიმდებარე მოედანი გახლდათ, საიდანაც მსვლელობა, ტრადიციულად სტალინის სახლ–მუზეუმისკენ ინაცვლებდა, ან პირიქით, ჯერ სტალინის სახლთან იკრიბებოდნენ ვეტერანები, შემდეგ კი მისი ძეგლისკენ ინაცვლებდნენ. დღეს მხოლოდ ჩუმ–ჩუმად გაიგონებდით წუწუნის იმის შესახებ, რომ ფაშიზმზე გამარჯვება მისი უმთავრესი მონაწილის ძეგლის გარეშე აღინიშნებოდა.

წელს ხელისუფლებაც აქტიურად ჩაერთო ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნაში და დღე მთელი რიგი ღონისძიებებით დატვირთა. მათ შორის პირველი, საბრძოლო დიდების მუზეუმის წინ არსებულ სკვერში საგანგებოდ ომის ვეტერანებისთვის გამართული კონცერტი გახლდათ, სადაც სხვა პატრიოტულ სიმღერებთან ერთად, „დენ პობედი“ც ჟღერდა.

საბრძოლო დიდების მუზეუმს კომუნისტურ წარსულში „დიდების მუზეუმი“ ეწოდებოდა და მის წინ ეგრეთ წოდებული, „მარადიული ცეცხლი“ ენთო. კომუნისტური წარსულის დასრულებასთან ერთად მარადიული ცეცხლიც ჩაქრა. იმ ადგილას ახლა ომში დაღუპული მეომრების გვარების უკვდავსაყოფად აღნიშნული დაფებია განთვსებული. დაფებზე ადრეც გმირი მეომრების გვარები ეწერა, უბრალოდ ისინი ბოლო პერიოდში კიდევ შეივსო.

წელს გორის მუნიციპალიტეტმა ვეტერანებისთვის ერთჯერადად 100 ლარიანი დახმარებები გაიღო. გორის მკვიდრი, მწერალი ვანო ჩხიკვაძე, ამბობს, რომ მისთვის 9 მაისი ისეთი, დღეა, რომელიც ყიველთვის უნდა გვახსოვდეს. „სამწუხაროდ, ადამიანებს ნაკლებად გამოაქვთ დასკვნები მომხდარიდან. მისი უკეთ შეფასება რომ შეგვეძლოს, ომი საერთოდ აღარ იქნებოდა,“– ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

პროფესორი, ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი, რომლემაც მეორე მსოფლიო ომში მამა და ბიძები დაკარგა ამბობს, რომ ის, რაც 1940–1945 წლებში მოხდა, განხოციელებული ჯოჯოხეთი იყო, რაც კაცობრიობას არასდროს არ უნდა დაავიწყდეს. რაც შეეხება დავას ომის დამთავრების თარღთან დაკავშირებით, ბატონი ელდარი აღნიშნავს, რომ ამ კამათს პრაქტიკული ღირებულება არ გაააჩნია. ამით მხოლოდ იმას შეიძლება მივაღწიოთ, რომ გული ვატკინოთ ომის ვეტერანებს. „მეორე მხოფლიოო ომი, არც 8 მაისს დასრულებულა და არც 9 მაისს, ის დასრულდა 2 სექტემბერს, მაშინ, როდესაც იაპონიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას, „– ამბობს ელდარ მამისთვალიშვილი.

გუბერნატორის გადაწყვეტილებით 9 მაისის ღონისძიებები ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი საზეიმო სადილით დასრულედება.

XS
SM
MD
LG