ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო გმობს სირიის ქმედებებს


გაერო გმობს სირიის ქმედებებს
გაერო გმობს სირიის ქმედებებს

სირიის ქალაქ დარაში გრძელდება შეტაკებები ანტი-სამთავრობო დემოსნტრანტებსა და არმიის ნაწილებს შორის.

დღეს სირიის არმიის ქვედანაყოფები ტანკებისა და ჯავშან-მანქანების მხარდაჭერით, შეიჭრნენ ქალაქში, რომლის რამდენიმე უბანში ძლიერი სროლის ხმა ისმოდა.

პარასკევს სირიაში საპროტესტო გამოსვლების დროს უშიშროების ძალებმა 62 ადამიანი მოკლეს. თვენახევრის წინ დაწყებული ამბოხების შემდეგ, სირიის მმართველმა რეჟიმმა ასობით ადამიანი გამოასალმა სიცოცცხლეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ დაგმო სირიის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.

XS
SM
MD
LG