ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ნატოს ძალებმა ავღანეთში ალ ყაიდას ერთერთი ლიდერი მოკლეს.
კოალიცია ადასტურებს, რომ ცამეტ აპრილს მომხდარი საჰაერო რეიდისას კუნარის პროვინციაში, აბუ ჰაფს ალ ნაჯდი მოკლეს. ნაჯდი, რომელსაც აბდულ ღანის სახელით იცნობდნენ, ავღანეთში რიგით მეორე მაღალი რანგის ძებნილი იყო.
ნატოს განცხადებით, ნაჯდის გარდაცვალება მნიშვნელოვანი ეტაპია ალ ყაიდას ქსელის დასაშლელად.